ხეობა სამი მხრიდან გარშემორტყმულია კახეთის კავკასიონის მთებით. ეს მთებია: დიდი მუხაციხე, პატარა მუხაციხე, სასანთლე, ნაყოროღალი, დიდი და პატარა ანდარეზა და სხვა. ხეობის სიმაღლე მერყეობს ზ.დ. 500-3000 მ-ის ფარგლებში. ხეობის უმაღლესი მწვერვალია მთა "დიდი ანდარეზანი", რომლის სიმაღლეა ზ.დ. 3038 მეტრი.
ლოპოტის ხეობა
სოფლიდან დაახლოებით 20 კილომეტრში საქართველო-რუსეთის საზღვრის
დაღესტნის მონაკვეთია.
ხეობის მშვენებაა მდინარე ლოპოტა,რომელიც სათავეს იღებს
კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ზ.დ. 2560 მ-ის სიმაღლეზე. მისი სიგრძეა 33 კმ, აუზის
ფართობი 263 კვ.კმ. ის მდინარე ალაზნის მარცხენა შენაკადია.
მდ. ლოპოტა
მდინარეზე ბევრი ჩანჩქერია.
ლოპოტის ხეობის ჰავა კონტინენტური თვისებებით ხასიათდება.იანვრის საშუალო ტემპერატურა
0 გრადუსია,ხოლო ივლისის +20 +23 გრადუსი.
ხეობის მთავარი სიმდიდრეა მარმარილო,რომლის
კარიერული წესით მოპოვება დღესაც მიმდინარეობს, სოფლიდან რამდენიმე კილომეტრში,მდ. ლოპოტის
სათავეში.
ლოპოტის მარმარილო
ლოპოტის მარმარილო
ლოპოტის მარმარილო ერთგვაროვანი, სუფთა, წვრილი და საშუალომარცვლოვანია. თეთრი
ფერის მონაცრისფრო ძარღვებით ან ნაცრისფერი თეთრი ძარღვებით.
ლოპოტის მარმარილოს საბადო აღმოუჩენია სოფლის ერთ-ერთ დამაარსებელს, ლეგა ნარუსლიშვილს, რომელსაც "ლეგა პაპას" სახელით მოიხსენიებენ. მას ნადირობისას ხევში თეთრი წყალი შეუნიშნავს. როდესაც ახლოს მისულა, გაოცებულა - წყალი თეთრ კლდეზე გადმოდიოდა. კლდის ტინისთვის მუშტისოდენა ქვა წაუტეხია და სოფელში ჩამოუტანია.
მეორე დღეს სოფელში ყველამ იცოდა "თეთრი ქვის" შესახებ. მალე ამ ქვამ დედაქალაქი მოიარა. სოფელში ჩამოვიდნენ სპეციალისტები, რომლებმაც კარგად იცოდნენ ამ ქვის ფასიც და მნიშვნელობაც. ამის შემდეგ ლოპოტის მარმარილოს საბადო ცნობილი გახდა.

ხეობა მდიდარია მიწისქვეშა მინერალური წყლებით.მათ შორისაა გონჯახევის
მინერალური წყარო,რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ბიოლოგიურად აქტიურ კომპონენტებს. მის ფორმირებაში მონაწილეობს მიწისქვეშა
წყლები და ქანები,რომლებიც შეიცავს გოგირდის ნაერთებს და მიეკუთვნება ცივი მინერალური
წყაროების ჯგუფს.(წყლის ტემპერატურა 4-20გრადუსია).წყალს იყენებენ როგორც სასმელად,ისე
აბაზანისათვის. წყარო სოფლიდან 7–8 კმ-ში მდებარეობს.
გონჯახევის წყარო
გონჯახევის წყარო
სოფლიდან მოშორებით მდებარეობს „ნამარნევის ხევი“, სადაც აღმოჩენილია სპილენძი. ექპერტების
ვარაუდით აქ სპილენძის დაახ. 20 წლის მარაგია. აქაურობა სრულად გამოკვლეული არ არის. ვარაუდობენ,რომ
სპილენძი ამ ტერიტორიაზე სხვაგანაც უნდა იყოს.
ლოპოტის ხეობა მდიდარია ფლორით და ფაუნით.აქ გვხვდება როგორც ჭალის, ისე ალპური
ზონის მცენარეები: წაბლი, კაკალი, მუხა, ცაცხვი, ნეკერჩხალი, ლაფანი, დეკა. ცხოველებიდან - დათვი, მელა, ტურა, მგელი, გარეული
ღორი, შველი, ირემი. ფრინველებიდან-გარეული იხვი და ბატი, ქედანი, მწყერი, შაშვი, რამდენიმე
ჯიშის კოდალა.
სოფელი
ლაფანყური ამ ულამაზესი ხეობის სამხრეთ ნაწილშია გაშენებული.