დღემდე მისდევენ ტრადიციულ საქმიანობას – მესაქონლეობას და დღემდე ჩხუტ–ბარნელით დღვებენ რძეს.
ეს არის ძობანი, რომელშიც ალაგებენ ხაჭოს კვერებს და აშრობენ ბოლზე.
გამშრალ ხაჭოს ქოთნებში ალაგებენ დასალბობად
ქალები დღემდე ქსოვენ ულამაზეს დაშიბულ წინდებს, ფარდაგებს და ხურჯინებს.
არ არის დავიწყებული ფშაური ლექს–კაფიობა. ლაფანყურელი მოლექსეების შემოქმედება შეკრიბა და კრებულად გამოსცა ზინა მჭედლურმა.
XXX
მიყვარხარ, ჩემო სამშობლოვ,
ადგილო მთა–გორიანო,
თვალუწვდენელო ჭალებო,
მთების კალთებო, ტყიანო,
მთებო , ყოველთვის მდუმარევ,
ჭიუხნო ნადირიანო,
ჯიხვების კვალზე მავალო,
ვაჟავ, ფეხწრიაპიანო,
როდისა ნახო ტივლები,
სიათა გაახმიანო,
კლდის ძირში ცეცხლი დაანთო,
შამფურებ დაატრიალო.
შენაც მიყვარხარ, ლოპოტავ
მთების ანკარა წყლიანო,
ხან ამღვრეულო, მყვირალო,
ხან დროს წყნარო და ჭკვიანო,
ფრთხილად იარე, ძმობილო,
არაფრით დაგვაზიანო.
ჩემო ლამაზო სოფელო,
ჩემო ლამაზო სოფელო,
სამოთხევ ყვავილიანო,
დედის რძესავით ტკბილო და
დედის მკერდივით რძიანო,
წყლითა, ტყითა და მიწითა -
ყველაფრით ბარაქიანო.
ფშავლების დედაქალაქო,
ლაფანყურს გეძახიანო.
/ლუკა მთიბელაშვილი/
ბექა ბაიაშვილი